თეგებით ძიება

718 750 დოლარად გაიყიდა ხის კარის ფრაგმენტი, რომელზეც „ტიტანიკის“ ცნობილი სცენაა გადაღებული

ხის კარების ფრაგმენტი, რომლის გამოყენებითაც 1997 წლის ფილმ „ტიტანიკის“ სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟები ოკეანეში ჩავარდნის შემდეგ თავის გადარჩენას ცდილობდნენ, აუქციონზე 718 750 დოლარად გაიყიდა. არსებული ცნობით, კარის ჩარჩოს ეს ნაწილი გემის პირველი კლასის ლაუნჯის შესასვლელიდან არის აღებული. 

აღსანიშნავია, რომ ამ რეკვიზიტმა ფილმის თაყვანისმცემლებში დიდი განხილვა გამოიწვია - როგორც მათ ნაწილს დღემდე მიაჩნია, ამ ზომის ხის ფირფიტაზე საკმარისი ადგილი იყო საიმისოდ, რომ მასზე ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟიც მოთავსებულიყო. სიუჟეტის მიხედვით, „ჯეკი“ სწორედ იმიტომ კვდება, რომ „როუზის“ გვერდით მისი ადგილი ვერ მოინახა.

ამის გამო, განმარტების გაკეთება მოუხდა „ტიტანიკის“ რეჟისორ ჯეიმს კამერონს, რომელიც 2022 წელს შეეცადა, სპეკულაციებისთვის წერტილი დაესვა:

„მას შემდეგ, ჩვენ საფუძვლიანი სასამართლო-სამედიცინო ანალიზი ჩავატარეთ ჰიპოთერმიის ექსპერტების მონაწილეობით. მოვიყვანეთ ორი დუბლიორი, რომლებსაც სხეულის ზუსტად იგივე მასა ჰქონდათ, როგორიც ქეითსა და ლეოს, მათ სენსორები დავუმაგრეთ და იგივე პირობებში, გაყინულ წყალში ჩავსვით იმის შესამოწმებლად, შეძლებდნენ თუ არა გადარჩენას. პასუხი ერთია - ორივე ერთად, ვერ გადარჩებოდა. მხოლოდ ერთს შეეძლო გადარჩენა“, - განმარტა რეჟისორმა. 

როგორც The Guardian წერს, Heritage Auctions-ის ღონისძიებაზე სახელწოდებით „საგანძური პლანეტა ჰოლივუდიდან“ 125 000 დოლარად გაიყიდა კაბა, რომელიც ფილმში მსახიობ ქეით უინსლეტს ეცვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა