თეგებით ძიება
26. 03. 2024 მსოფლიო

სომხეთში, ფაშინიანის შეურაცხყოფისთვის, ორი წამყვანი დააკავეს

მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პოდკასტის წამყვანები ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც შეურაცხყოფა მიაყენეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მმართველი პარტიის სხვა წევრებს.

"იმნემნიმის“ წამყვანებს, ვაზგენ საღათელიანს და ნარეკ სამსონიანს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მათი დაკავების შესახებ განცხადებაში სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნა, რომ საღათელიანმა და სამსონიანმა ჩაიდინეს ხულიგნობა "ზნეობრივი ნორმებისადმი ღიად ზიზღის გამოვლენით" და ფაშინიანისა და მისი კაბინეტის ლანძღვით.

კომიტეტმა მათი დაკავების მიზეზად დაასახელა 20 მარტს YouTube-ზე გაშვებული ეპიზოდი, პარლამენტის სხდომის შესახებ. ეპიზოდში ჩანს, რომ საღათელიანი და სამსონიანი კომენტარს აკეთებენ ფაშინიანის განცხადებებზე სომხების მიერ ოკუპირებული ოთხი სოფლის აზერბაიჯანისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ. მათ ბრალი ხულიგნობაში მეორე დღეს წაუყენეს.

AntiFake-მა, გამოცემამ, რომელიც აქვეყნებს პოდკასტ Imnemnimi-ს, პარასკევს გამოაქვეყნა სამსონიანის დაკავების კადრები. ვიდეოში ჩანს პოლიციელების ჯგუფი, მათ შორი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცველები. ისინი ეჯაჯგურებიან კაცს და სახით მიწაზე აწვენენ.

იმავე დღეს, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იკვლევდნენ სამსონიანის დაკავების ვიდეოს.

ორშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნარეკ სარგსიანმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაჰე ღაზარიანმა სამინისტროს კადრების შესწავლა დაავალა.

განაგრძეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა