თეგებით ძიება
27. 03. 2024 სპორტი

პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება თბილისში ზეიმის მიზეზი გახდა - BBC საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე

საქართველო ისტორიაში შევიდა უმსხვილეს ტურნირზე პირველად გასვლით, საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთი პენალტების სერიით დაამარცხა, - ამის შესახებ BBC football წერს.

გამოცემა წერს, რომ გადამწყვეტი გოლი ბერძნების კარში ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

„პენალტების სერიაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვება თბილისში ზეიმის მიზეზი გახდა. ქართველი გულშემატკივრები მოედანზე გავიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა