თეგებით ძიება

Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა

ავიაკომპანია Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა.

მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის -10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის თითქმის 3-ჯერ არის მომატებული. ავიაკომპანიის ვებგვერდზე 10 ივნისის ბილეთი ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.

შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშძე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა საშუალოდ (ამ დროისთვის არსებული ფასებით) 2 435 ლარი დაუჯდებათ.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა