თეგებით ძიება

გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას! წარმატებები EURO2024-ში!! ჩემს ქართველ მეგობრებს ვუსურვებ წარმატებებს და იქნებ ფინალში ვიხილოთ საქართველო და ვინ იცის ვინ? ბოლოს და ბოლოს, ბურთი მრგვალია!“, - წერს კლაარი X-ზე.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ასევე ბოდიშს იხდის, რომ გუშინ გვიან ღამით დაწერილ პოსტში ინგლისისა და საქართველოს დროშა ერთმანეთში აერია.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა