თეგებით ძიება

ენტონი ბლინკენი - მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება

მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, შეგვახსენეს, რომ ISIS-ი რეალურ საფრთხედ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამ საფრთხის წინააღმდეგ და მისი შემცირების მიზნით, დიდი შრომა გავწიეთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მახლობლად განხორციელებულმა საზარელმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ISIS-ი პოტენციურ ძლიერ ძალად რჩება, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფუად ჰუსეინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იმისთვის, რათა დაჯგუფება ხელახლა არ აღდგეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა