თეგებით ძიება
27. 03. 2024 მსოფლიო

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას - ალიანსი უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს

ნატო-მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მეზობელია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და მსოფლიოს ბირთვული მუქარითა და დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე ყოფილი იმპერიის აღდგენის იდეით აშინებს. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შევუქმნათ“, - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერება უნდა იყოს.

„ამ ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კონფლიქტი არსებობს და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ. ნატო უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა