თეგებით ძიება
27. 03. 2024 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჩვენი პოზიცია უცვლელია - უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

”ჩვენი პოზიცია ამ ომის დაწყებიდან ყოველთვის იყო, რომ უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ და არ ვახდენთ ამის წახალისებას”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მილერმა არ უპასუხა კითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა ამერიკული მხარე კიევს სამარას ოლქში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ბოლო თავდასხმის შემდეგ, თუმცა აღნიშნა რომ აშშ-ის პოზიცია ასახავს მის გრძელვადიან პოლიტიკას და ეს „მკაფიოდ იყო გადაცემული“ უკრაინისთვის.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სთხოვს უკრაინას, არ დაესხას თავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ამან შეიძლება ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვიოს. ამის შემდეგ ქარხანაზე თავდასხმები გაგრძელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა