თეგებით ძიება
27. 03. 2024 მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა და უკრაინის დახმარების გზების შესახებ ისაუბრა.

ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან საუბრისას ჯო ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი.

„წარმოიდგინეთ, ამით რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ფედერალური დეფიციტის ფუნდამენტურად შემცირებას შევძლებთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის უკრაინას იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა