თეგებით ძიება
27. 03. 2024 მსოფლიო

პენტაგონი - აშშ მზადაა, დაიცვას ნატო-ელი მოკავშირეები თავდასხმის შემთხვევაში

შეერთებული შტატები მზადაა, შეასრულოს ნატო-ს ვალდებულებები და დაიცვას თავისი მოკავშირეები თავდასხმის შემთხვევაში, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, საბრინა სინგმა განაცხადა.

"ამ ადმინისტრაციას არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს თითოეულ დუიმს, თუ ნატო-ს მოკავშირეს თავს დაესხმებიან - ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა ამის ხილვა- მაგრამ ჩვენ დავიცავთ ნატო-ს თითოეულ დუიმს", - განაცხადა სინგმა, როდესაც რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანჯეი სეინამ განაცხადა, რომ ნატო, გავრცელებული ინფორმაციით, განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდების ვარიანტს, თუ ისინი ძალიან მიუახლოვდებიან მის საზღვრებს.

რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 24 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა