როგორ გაქრა კახეთში კაკლის ხეზე ასული კაცი?
სოციალური ქსელის მომხმმარებელი წლების წინ, კახეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:
„ნაღდი ამბავი
ოთარმა და ლეილამ ლილოს ბაზრობაზე ხეირიანად ივაჭრეს.
გახარებულები დაბრუნდნენ კახეთში. გზად კაკლების ხეივანს რომ მიუახლოვდნენ, ლეილამ შეახსენა: ოთოო, იქეთობისას რომ მივდიოდით ხომ გახსოვს, რას შემპირდიო?
ოთარს კი ახსოვდა, მაგრამ მხრები აიჩეჩა. აშკარად ეზარებოდა კაკლის ხეზე ასვლა და ჩამობერტყა.
ლეილამ თავისი გაიტანა…
რას იზამდა, გადააყენა მანქანა და აძვრა ხეზე…
– დაუქნიე კაცო, დაუქნიე – აგულიანებდა გახარებული ცოლი და ძირს დაყრილ კაკლებს კალთაში იგროვებდა.
– გვეყოფა ქალოო! – რამდენჯერმე ჩამოსძახა ოთარმა ლეილას.
– ესა ჩურჩხელებისთვსაც არ გვეყოფა და ახალ წელს საცივი და გოზინაყი არ გვინდა? აი, აქეთა ტოტზე გადმოდი ოთო, გზის მხარესა. აბა შეხედე რეერთია, ეგაც რომ ჩამობერტყო გაისამდე კი გვეყოფაო …
დაუჯერა ცოლს და გადავიდა იმ ტოტზე გზას ხიდივით რომ გადასდებოდა… დაუქნია რამდეჯერმე და სეტყვასავით წამოაყარა კაკალი.
გახარებული ლეილა ბედნიერებისგან ცას ეწია. კრიფა და კრიფა…
მერე ასძახა, ჩამოდი, წავიდეთო და პასუხი რომ ვერ მიიღო ხეზე აიხედა.
– ოთოო… ოთოო! სადა ხარ კაცო?
კაკალს რამდენჯერმე შემოუარა. ხან აქედან ახედა, ხან იქიდან, მაგრამ კაცი ვერ დალანდა…
მამიკვდეს თავიო… მიდგა მოდგა, გაიხედა გამოიხედა, მანქანაშიც რამდენჯერმე შეყო თავი, მაგრამ ვერ გაიგო ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ.
გაახსენდა რომ მობილური ტელეფონი მანქანაში დატოვა ოთარმა და სასწრაფოდ აკრიფა 112.
ალოო მიშველეთ რამე, ქმარი დავკარგეო.
სად დაკარგეთო, ჰკითხეს…
ამანაც უთხრა, სად და კაკლის ხეზეო…
ოპერატორმა იფიქრა ვიღაც მოცლილია, ფაისაღი გვეკაიფებაო და ოთხჯერ გაუთიშა ტელეფონი…
ბედად, პატრულის მაქანამ გამოიარა და ლეილა ხელებგაშლილი გადაუდგა წინ…
რანაირადო? როგორო? იქნებ ჩამოვიდა და სადმე გემალებაო?
ლეილამ გაიშალა თმები და ატეხა წივილ-კივილი, თქვენ მე გიჟი ხომ არ გგონივართო? მერე გული შეუწუხდა და სასწრაფო გაომიძახეს.
ექიმმა გულდასმით მოუსმინა…
ფაქტია, მანქანა აქ არის, ტელეფონიც აგერაა და ქალი არ უნდა იტყუებოდესო…
პატრულის თანამშრომელმა: არაო, აქ სხვა რაღაცაში არის საქმეო. შეიძლება შემოაკვდა და სადმე გადამალა, თორე საღსამალათი კაცი ხიდან როგორ უნდა გამქრალიყო-ო?
ამის გაგონებაზე ლეილა ისევ გულწასული ჩაიკეცა.
ჩართო პატრულმა ხმის გამაძლერებელი მიკროფონი და ეხვეწება ოთოს – ოთოო გამოდი, ამხელა კაცს რა დამალობანა აგიტყდა, ამდენი ხალხი გეძებთ და ვერ გპოულობთო….
ზუსტად იმ დროს, როდესაც ექიმი მორიგი დიაგნოზის დასადგენად ლეილას ეხვეწებოდა, მარჯვნივ გააყოლე ამ კალამს თვალი და აბა ახლა მარცხნივო, ოთარის ტელეფონზე ზარი შემოვიდა.
ალოო რომელი ხარო? – ტელეფონზე პატრულმა უპასუხა.
რომელი ვარ და ოთარი. ლეილა დამალაპარაკეთო…
ოთო შენა და შენი კეთილები! სადა გდიხარ-ო?!
სადა და ლილოს ტერმინალზე-ო.
პატრულმა: არიქა კაპლები მომაშველეთო…
რას ატ@@ბ ჯო, შენი ცოლი გვეუბნება კაკლის ხეზე ავიდა და დაიკარგაო!
ჰოო მასე იყო-ო…
აბა მანდ როგორ გაჩნდიო?
როგორა და თურქულმა ტრაილერმა ჩამოიარა, მაგ დროს იმ ტოტზე ვიყავი გზის მხარეს რო იყო გადმოწეული, ტოტს გამოედო და ბრეზენტში მოვადინე ტყაპანი. შიგ ისე მურტლად გავეხვიე, სანამ ტერმინალში არ შემოვიდა ვერაფერი ვიღონე და ეე ახლა კიდე გირეკავთო…“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.