თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 537 ბავშვი ემსხვერპლა

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში საერთო ჯამში 537 ბავშვი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა Telegram არხზე იტყობინება.

"რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბავშვი. 1269 ბავშვს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვს“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. 

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, ხარკოვში, ხერსონში, კიევში, დნეტროპეტროვსკში, მიკოლაევსა და ზაპოროჟიეში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა