თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

უახლოეს დღეებში გერმანია უკრაინას 10,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს

გერმანელმა გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გერმანია უკრაინას 10 ათას საარტილერიო ჭურვს გადასცემს ბუნდესვერის არსენალებიდან. 

მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, გერმანიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ჩეხეთის ინიციატივისთვის და 180 ათასი ჭურვის შესყიდვის თანხა გადაიხადა, რომელიც კიევს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გადაეცემა.

და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩეხეთის გეგმის გარდა, გერმანიამ ორმხრივი შეთანხმება გააფორმა უკრაინისთვის კიდევ 100 ათასი ჭურვის მიწოდებაზე. კრისტიან ფროიდინგს არ დაუზუსტებია რომელ ქვეყანასთან გაფორმდა ასეთი შეთანხმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა