თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

გერმანიის მოქალაქეობის გამოცდის ტესტს ისრაელის შესახებ კითხვები დაემატა

Der Spiegel-ის ცნობით, გერმანიის მოქალაქეობის ტესტს ახალი კითხვები დაემატება, მათ შორის კითხვები გერმანიაში ებრაული თემის, ისრაელის სახელმწიფოსა და ჰოლოკოსტის შესახებ.

"ვინც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ვერ შეძლებს გერმანული პასპორტის აღებას," - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა. მისი თქმით, გერმანული პასპორტის აღების მსურველებმა უნდა იცოდნენ გერმანიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ.

გერმანიის მოქალაქეობის ტესტში შემდეგი კითხვებია: "როდის გაჩნდა პირველი ებრაული თემი თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე? რა ჰქვია ებრაელთა მთავარ რელიგიურ დაწესებულებას? რომელ წელს დაარსდა ისრაელის სახელმწიფო? რა მიზეზით ეკისრება გერმანიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ისრაელის ბედზე? რა ჯარიმაა გერმანიაში ჰოლოკოსტის უარყოფაზე?"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა