თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

მაკრონი: მოსკოვში თავდასხმის ავტორი დაჯგუფება ტერორისტულ აქტებს საფრანგეთშიც ამზადებდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ფილიალი, რომელმაც მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა, ბოლო თვეებში საფრანგეთში რამდენიმე თავდასხმის განხორციელება სცადა.

ამის შესახებ Le Parisien წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალურ დონეზე ამაღლების გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი.

რუსეთის ფედერაციაში მომხდარი ტერაქტის შესახებ კითხვაზე, მან აღნიშნა, რომ იმავე ჯგუფს, რომელიც მონაწილეობდა "კროკუსში" თავდასხმაში, "ბოლო თვეებში რამდენიმე მცდელობა ჰქონდა ჩვენს მიწაზე."

მისი თქმით, თავდასხმის მონაწილე დაჯგუფება "საფრანგეთს ემუქრება და ევროპის ქვეყანებში, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში ბოლო დროს აღკვეთილ რამდენიმე თავდასხმაში მონაწილეობდა."

მაკრონმა სურვილი გამოთქვა "რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნონ პასუხისმგებელი პირები" და ამ საკითხზე რუსეთთან "გაძლიერებული თანამშრომლობის" პირობა დადო.

პარასკევს, მოსკოვის რეგიონში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 137 ადამიანი ემსხვრეპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა