თეგებით ძიება

რებელ უილსონს სექსი პირველად 35 წლის ასაკში ჰქონდა

ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი რებელ უილსონი მალე მემუარებს, სახელად Rebel Rising-ს, გამოუშვებს. People-თან ახლახან მიცემულ ინტერვიუში რებელმა მემუარებისა და პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა. მსახიობის თქმით, სექსი პირველად 35 წლის ასაკში ჰქონდა.

"ადამიანებს შეუძლიათ, იმ მომენტს დაელოდონ, როცა მზად იქნებიან. მართალია, ჩემსავით თქვენს 30-იან წლებს არ უნდა ელოდონ, მაგრამ ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ", — განაცხადა მსახიობმა.

44 წლის მსახიობმა გაიხსენა, რომ თინეიჯერობისას ქალიშვილობის გამო თავს უხერხულად ხშირად აგრძნობინებდნენ და როცა საუბარი ამ თემაზე ჩამოვარდებოდა, დიალოგს გაურბოდა. ახლა კი რებელს სურს, რომ თავისი ისტორიით საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი გაუგზავნის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა