თეგებით ძიება

რამდენი ადამიანია ინფიცირებული C ჰეპატიტით საქართველოში?

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნებს შორისაა. 2015 წელს ჩატარებული C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, დაახლოებით 150 000 ადამიანს, C ჰეპატიტის აქტიური ფორმა ჰქონდა, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავდა: აქტიური C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის დიაგნოზირებას/გამოვლენას, რაც დაახლოებით 135 000 ადამიანს შეესაბამება; ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (დაახლოებით 128 250 ადამიანის) მკურნალობას; ნამკურნალებ პირთა 95%-ის (დაახლოებით 122 000 ადამიანის) განკურნებას. საბოლოო მიზანი ქვეყანაში C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელების 0.5%-მდე შემცირება იყო.

2015-2021 წლებში აქტიური HCV ინფექცია 95,711 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, სამიზნე მაჩვენებლის (150,000 ინფიცირებული) 63.8%-ია გამოვლენილი. მკურნალობა დაიწყო 76,644-მა ადამიანმა, რაც სამიზნე მაჩვენებლის (128,250) 59.8%-ია. დადასტურებულად ( SVR ტესტირებით) C ჰეპატიტისგან განიკურნა 53,815 პირი, რაც სამიზნე მაჩვენებლის (122 ათასი) 44.1%-ს შეადგენს. განკურნების მაჩვენებელი (იმ პირთა შორის, რომელთაც მკურნალობის დასრულების შემდგომ მიმართეს ტესტირებას) 98.9%-ია.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ზრდასრულ მოსახლეობაში ქრონიკული C ჰეპატიტის პრევალენტობა 5.4%-დან 1.8%-მდე შემცირდა, რაც 67%-იან შემცირებას წარმოადგენს. თუმცა სამიზნე მაჩვენებელს (0.5%-მდე) კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა