თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

მედია - სერგეი ნარიშკინი 25-27 მარტს ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა

სერგეი ნარიშკინი 25-27 მარტს ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ განცხადებას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დელეგაცია, მისი დირექტორის, სერგეი ნარიშკინის ხელმძღვანელობით, 25-27 მარტს ფხენიანში იმყოფებოდა.

„მოლაპარაკებების დროს მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულისა და რუსეთის ირგვლივ არსებულ საერთაშორისო და რეგიონული ვითარების შესახებ თავიანთი შეხედულებები გაცვალეს. ასევე, მტრული ძალების ჯაშუშობისა და ინტრიგების საპასუხოდ მათ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში სერგეი ნარიშკინი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრს, რი ჩანგ-დაეს შეხვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა