თეგებით ძიება

„ნამდვილი „გოლი” ის იქნება, როცა ერთხმად ვეტყვით უარს რუსეთს და გავაპროტესტებთ რუსეთის აგენტების არსებობას საქართველოში…“ - მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„ერის გამოფხიზლება შესაძლებელი ყოფილა… ყველაფრის სასიკეთოდ  შეცვლაც შესაძლებელია… ინერტულობა და „ფეხებზე მკიდია” მდგომარეობა ყველას თანაბრად აზარალებს…

ზოგი იტყვის, მე არ მეხება, ჩემი საქმე არ არის, საერთოდ არ მაინტერესებს  იქ რა ხდება…

არადა, ყველას გვეხება… ჩვენც, ჩვენ შვილებს, მათ შვილებსაც აუცილებლად შეეხებათ…

ნამდვილი „გოლი” ის იქნება, როცა ერთხმად ვეტყვით უარს რუსეთს, როცა ყველა თაობის წარმომადგენელი დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე და გავაპროტესტებთ რუსეთის აგენტების არსებობას საქართველოში…

მონა არასდროს ყოფილა ნამდვილი ქართველი… სულგაყიდული და ფულზე გაგიჟებული არც ქართველია და არც თავისუფალი… 

ასეთი რატომ გააპროტესტებს სილაჩრეს, რადგან სწორედ ასეთი მონობით „დიდი კაცი” გახდა…

ჰმ, ეს მას ჰგონია, რომ დიდია, თორემ სინამდვილეში ძალიან პატარა და უსუსურია… დამოუკიდებლად არსებობა რომ არ შეუძლია და იქნებ შესამოსელმა, სტატუსმა, თანამდებობამ, ენის მიტანამ, ჩაშვებამ და დასმენამ გადაარჩიოს… 

ასე ესმით ერთგულება, ღირსება, პატიოსნება…

ნამდვილი გამარჯვება, ასეთი მანქურთების წინააღმდეგ წასვლაა…

ჰოდა, ეს გამარჯვება ვიზეიმოთ!..“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა