თეგებით ძიება

ქართულ ხორბალს და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

მთავრობის დადგენილება გუშინ შევიდა ძალაში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი, ქართული ხორბლის კულტურასა და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს 2018 წლიდან აქვს მინიჭებული. 2019 წელსვე „ქართული ხორბლის კულტურა (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) საქართველომ იუნესკოს წარუდგინა.

ცნობისთვის, ქართული 5 ენდემური სახეობიდან 4 კულტურული კილიან-მარცვლიანი (Hulled) მცენარეა: ძველკოლხური ასლი, მახა, ზანდური და ჩელტა ზანდური, რომლებიც არ ილეწება და საჭიროებს საცეხველში გაცეხვას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა