თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

უახლოეს თვეებში რუსეთი დიდ შეტევას დაიწყებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი დიდ შეტევას დაიწყებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარია მაისზე ან ივნისზე.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება დახმარება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს რუსების შეკავება, ისინი მზად არ არიან დაიცვან ქვეყანა რუსეთის კიდევ ერთი დიდი შეტევისგან პარტნიორების დახმარების გარეშე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა