თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან კრიპტოვალუტაში დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს - - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მოიპოვეს მტკიცებულება, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტები არიან დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლისა და ფინანსური ოპერაციების ანალიზის შედეგად მიღებულია მტკიცებულება, რომ ისინი დაკავშირებულები არიან უკრაინელ ნაციონალისტებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, პირველადი გამოძიების შედეგბი ადასტურებს, რომ ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“ წინასწარ იყო დაგეგმილი და შემსრულებლები დამკვეთებისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ.

რუსეთის საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქვთ დადასტურებული მონაცემები, რომ ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან კრიპტოვალუტაში დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა