თეგებით ძიება

საბერძნეთთან სტადიონი მაყურებლებით რომ არ გაივსო, მათი ბრალია - გოგა ჩანადირი ბილეთების გადამყიდველებზე

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

ორიოდე სიტყვით ბილეთების გადამყიდველებზე - საბერძნეთთან სტადიონი მაყურებლებით რომ არ გაივსო, მათი ბრალია.

ბერძნული მედია იმასაც წერდა, რომ 450 ევროდაც კი იყიდებოდა ბილეთებიო.

როცა შენს გუნდს მხარდაჭერა და გვერდით დგომა ჭირდება, ამაში ფული არ უნდა გააკეთო.

რომც არ იყოს შენი გუნდი, სხვას ბილეთი არ უნდა წაართვა. 

და საერთოდ, ვფიქრობ, კარგი იქნება, სამუდამოდ უარს თუ ვიტყვით გადამყიდველებთან ბილეთების შეძენაზე.

ეს ერთადერთი გზაა, რომ ამ მახინჯ საქმეს ბოლო მოეღოს - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა