აშშ-ში იდენტური ტყუპი იდენტურ ტყუპზე დაქორწინდა (ფოტო)
ამერიკის შეერთებულ შტატებში იდენტური ტყუპი დები იდენტურ ტყუპ ძმებზე დაქორწინდა წერს TODAY.com.
ვენესა და კერიისა დაპრინოებს ვაშინგტონელი ტყუპები ლუკასი და ჯეიკობ სილბი პირველივე დანახვაზე მოეწონათ. ვანესამ ლუკასში მონათესავე სული აღმოაჩინა და მიხვდა, რომ მასზე დაქორწინება სურდა. მეორე პაემნის შემდეგ კერისაც იგივე დასკვნამდე მივიდა. გრძნობები ორმხრივი აღმოჩნდა. ასეთი სინქრონულობის მიუხედავად, დებმა საერთო ქორწილის გამართვა არ მოისურვეს. ვენესა და ლუკასი 2022 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ, ხოლო კერისა და ჯეიკობი 2023 წლის ივნისში..
წყვილები ორეგონოს შტატში, მეზობელ სახლებში დასახლდნენ და თითქმის მთელ დროს ერთად ატარებენ. ორივე წყვილს გოგონები ადრიენი და სოფი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ბიძაშვილები არიან, ტექნიკურად ისინი ღვიძლ დებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ერთი და იგივე გენები აქვთ.