თეგებით ძიება

"ამბობენ, ძალიან ღრმა მასაშია ჩაფლულიო, მიუდგომელი ადგილია" - რას ამბობენ ადგილობრივები ზვავში მოყოლილ კაცზე?

ძებნა-შველის ოპერაცია - დღე მეორე. ბაკურიანში ზვავში მოყოლილ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ვერ აგნებენ. დილიდან სამაშველო პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთო. 

"მაშველები ეძებენ, მაგრამ ჯერ უშედეგოდ. ძალიან ღრმა მასაშია ჩაფლული. მაქსიმუმ 5-6 მეტრააო ამბობენ თოვლზე, მიუდგომელი ადგილია, ძაან რთულია, ვერტალიოტი ვერ უდგება, ვერაფერი ვერ უდგება. ფეხით მისვლაც ძაან რთულია. ვერტმფრენი დილიდან დაფრინავს, ბაკურიანელი ბიჭებიც შეგროვდნენ საძებრად. თვითონ დიტო გამოცდილი მოთხილამურეა", - ამბობს ადგილობრივი.

50 წლამდე მამაკაცი ბოლოს ციხიჯვრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მისი კვალი კი ოთო-ოშორის გზიდან იკარგება. დიტო გოგოლაძე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ზვავმა შიგნით მოიყოლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა