თეგებით ძიება

შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია

სასაზღვრო პოლიციის ახალი, ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

"სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვერტმფრენი ქართულ მხარეს გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში 12 მარტს გადასცეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა