თეგებით ძიება

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს, შესაძლოა, მოსაზღვრე სოფელი გადაეცეს

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვრის დემარკაციაზე მუშაობის ფარგლებში, შესაძლოა, სომხეთმა საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელი ჯილიზა გადასცეს. აღნიშნული ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. 

Yerkir.am წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უარყვეს და არც დაადასტურეს აღნიშნული და განაცხადეს, რომ დემარკაციის პროცესის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას თავის დროზე მიაწვდიან.

კიდევ ერთ ადგილობრივ მედიასთან საუბარში სოფელ ჯილიზას გამგებელი ამბობს, რომ ინფორმირებული არაა. მისივე თქმით, სოფელი სადაო ტერიტორიაზე არ მდებარეობს.

"ასეთი საუბრები არ ყოფილა, გარკვევით ვერაფერს ვიტყვი. არ მჯერა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს", - თქვა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა