თეგებით ძიება

კრისტოფერ ნოლანი დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდებას მიიღებს

რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდებას მიიღებს. ამის შესახებ BBC წერს.

ნოლანის მეუღლე, პროდიუსერი ემა თომასი დიდი ბრიტანეთის ორდენის დამა-კომანდორი გახდება.

წელს ნოლანმა „ოპენჰეიმერის“ გადაღებისთვის კარიერაში პირველი „ოსკარი“ მოიგო. საერთო ჯამში ფილმმა 7 ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. მანამდე ნოლანი „ოსკარზე“ ექვსჯერ იყო ნომინირებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა