თეგებით ძიება

როგორი იყო განქორწინების სტატისტიკა სსრკ-ში?

1969 წელს საბჭოთა საქართველოს  მიერ გამოცემულ "სოციოლოგიურ ნარკვევებში" საინტერესო მონაცემებს ვეცნობით. ოფიციალური სტატისტიკით სსრკ-ში განქორწინებების რიცხვმა ზრდა დაიწყო 1960-იან წლებში. 

1956 წელს ყოველ 100 დაქორწინებულზე მოდიოდა 6 განქორწინება, 1960 წელს კი ეს ციფრი 11-მდე ავიდა. საბჭოთა საქართველოს გამოცემა აღნიშნავს, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში ზრდის ტენდენცია გაცილებით მაღალია (აშშ-ში  1960 წელს 100/26 იყო თანაფარდობა), თუმცა საბჭოეთშიც შეინიშნებოდა განქორწინებების გარკვეული ზრდა. რომელიც რამდენიმე მიზეზით შეიძლებოდა ახსნილიყო: 1. ქალის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და კაცთან გათანაბრება, 2. პროცედურების გამარტივება.

გაზეთ "კომსომოლსკაია  პრავდას" ანკეტირებული გამოკითხვით, 12,104 კაციდან 6,587-მა ანუ 55%-მა დაშორების მიზეზად "ახალგაზრდული, არასერიოზული და ზერელე ამოკიდებულება ოჯახისადმი" დაასახელა. თუმცა ოჯახს მხოლოდ ახალგაზრდები არ ანგრევდნენ. ამავე წიგნში ვკითხულობთ, რომ 1961 წელს განწორწინებების 30% მოდიოდა იმ ოჯახებზე, რომლებიც 10-ზე მეტი წელი არსებობდნენ, 30% იმათზე რომლებიც 5-დან 9 წლამდე არსებობდნენ და მხოლოდ 3.9% მათზე ვინც 1 წელზე ნაკლები იყვნენ ერთად. ამავე დროის მონაცემებით განქორწინებულ ოჯახთა 46% უშვილო იყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა