თეგებით ძიება

"საშუალო ხელფასი თვეში 100 მანეთი" - როგორი იყო საბჭოთა ოჯახების სტატისტიკური მონაცემები?

1969 წელს საბჭოთა საქართველოს მიერ გამოცემულ "სოციოლოგიურ ნარკვევებში" ვკითხულობთ სტატისტიკურ მონაცემებს "სიყვარულისა და ოჯახისადმი დამოკიდებულებების საკითხისადმი".

მუშა-მოსამსახურეთა ხელფასისა და კოლმეურნეთა შემოსავლის საშუალო მაჩვენებლებით თუ ვიხელმძღვანელებთ, როგორც წიგნშია საუბარი ოჯახები იყოფა სამ კატეგორიად: მაღალშემოსავლიან, საშუალოშემოსავლიან და დაბალშემოსავლიან. დაბალ კატეგორიაში გადის ის ოჯახი, რომლის თითოეული წევრის საარსებო მინიმუმი არ აღემატება თვეში 60-70 მანეთს. საშუალო კატეგორიაა, რომლის ყოველ წევრზეც მოდის 100 მანეთამდე თვეში, ხოლო მაღალია 200 და მეტი მანეთი თვეში. აღსაღნიშნავია, რომ 60-იან წლებშ სსრკ-ში საშუალო ხელფასი თვეში 100  მანეთია (80 მანეთი-1960 წ. 115 მანეთი-1969 წ.)

ოჯახებს საშუალოდ 2.5 ბავშვი ჰყავდათ. საქორწინო ასაკი 60-იან წლებში ქალებისთვის 21 წელია, ხოლო კაცებისთვის 24 წელი. პირველ შვილს კი 22 წლის ასაკში აჩენენ ქალები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა