თეგებით ძიება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 29 მარტს, ჩუღურეთის რაიონში, მამრაძისა და ზაზიაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 29 მარტს დღის 14:30 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ჩუღურეთის რაიონში: ფიროსმანის, ჩიტაიას, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, კლდიაშვილის, ნინოშვილის, მაზნიაშვილის, სულუხიას, ერისთავის, ახალციხის, ბენაშვილის, კალანდარიშვილი, ჩერქეზიშვილის, ნათიშვილის, ციმაკურიძის, გრანელის, ოსიაურის, ლოჭინის, ბუხაიძის, ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, მამარდაშვილის, თოიძის, ჩხეიძის, ანთელავას, ვეშაპურის, ქურდიანის, ზაზიშვილის, გურგენიძის, ხიმშიაშვილი, ხუდადოვის, ქინქლაძის, კიკვიძის, უფლისციხის, ცხრაძმის, მამარდაშვილს, კაპანაძის, ასპინძის, გედევანიშვილის, შაქრიანის, კაიშაურისა და მიმდებარე ქუჩებს; თევდორე მღვდილის, თამარ მეფის, დადიანისა და უიარაღოს ქუჩების ნაწილს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა