ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა.
უფრო კონკრეტულად კი, დ. აღმაშენებლის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა.
პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა.