თეგებით ძიება

ბანკების მიმართ მომხმარებლების საჩივრები 41,2%-ით გაიზარდა

2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 41,2%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით, ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ორ თვეში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 2 339 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 656.

ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში დაფიქსირებული პრეტენციებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2024 წლის თებერვალში) ასე გამოიყურება:

მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1 021 განაცხადი;

სამომხმარებლო სესხი - 629 განაცხადი;

საკრედიტო ბარათი - 120 განაცხადი;

ინტერნეტბანკი – 102 განაცხადი;

იპოთეკური სესხი - 66 განაცხადი.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 898 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 604 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 389 საჩივრით და ა.შ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში 2 339 საჩივრიდან ბანკებმა 1033 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 388 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 913 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 5-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა