თეგებით ძიება
29. 03. 2024 სპორტი

მოტეხილობა არ დადასტურდა და სავარაუდოდ, მოედანს 2-3 კვირაში დავუბრუნდები - ლევან შენგელია

საქართველოს პირველ არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, ლევან შენგელიამ განაცხადა, რომ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეიოფის ფინალში მიღებული ტრავმა არც იმდენად სერიოზული გამოდგა, როგორც თავიდან ეგონა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ამ დიდ წარმატებას. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, პირველ დღეს რენტგენი გადავიღე, გუშინ კი MRI და გამოჩნდა, რომ მოტეხილობა არაა – უბრალოდ, ერთ-ერთი იოგი მაქვს გაწყვეტილი. ხვალიდან ვიწყებ ფიზიოთერაპიის კურსს და ჩემი აზრით, დააახლოებით, 2-3 კვირის შუალედში მოედანზე დაბრუნება უნდა შევძლო. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების რისკი გამოირიცხა.

ეს ეპიზოდი რამდენიმეჯერ ვნახე და შეგნებული უხეშობა არ იყო, სუფთა სათამაში ეპიზოდი გახლდათ. უბრალოდ არ გამიმართლა იმაში, რომ ბერძენი მცველი წაქცევის დროს დამეცა, ფეხის გამოწევა ვერ მოვასწარი და ფეხი ისე ცუდად მომყვა, ტრავმა მივიღე“, – განაცხადა ლევან შენგელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა