სააკაშვილი უკვე ტრაგიკულია, ტრაგიკულად გაუგებრობაა. მიშა და ბიძინა საერთოდ სიამის ტყუპები არიან - გია ხუხაშვილი
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას - „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება“ „სისულელეა და საცოდაობა“ უწოდა.
„დღეს მოვისმინეთ ის, რომ დამოუკიდებლად დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას“ და არჩევნებს მოიგებენ. ამას მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მიშას პირით. ეს სისულელეა, საცოდაობაა. ეს ადამიანი უკვე ტრაგიკულია, ტრაგიკულად გაუგებრობაა. მიშა და ბიძინა საერთოდ სიამის ტყუპები არიან. ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ, ზუსტად ერთნაირი რიტორიკა აქვთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.