თეგებით ძიება

აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინის ძალებს უკან დახევა მოუწევთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა აშშ-სგან დაპირებულ დახმარებას ვერ მიიღებს, მის ძალებს „პატარა ნაბიჯებით“ უკან დახევა მოუწევს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

„თუ არ არის შეერთებული შტატებისგან მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს საჰაერო თავდაცვა, არ გვაქვს „პატრიოტის“ რაკეტები, არ გვაქვს 155 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარი“, - განუცხადა ზელენსკიმ Washington Post-ს და დაამატა, რომ სამხედრო ძალა იძულებული იქნება, უკან „პატარა ნაბიჯებით“ დაიხიოს. 

„ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ გზა, რომ უკან არ დავიხიოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების ნაკლებობა რუსებს საშუალებას მისცემს, დიდ ქალაქებში შეაღწიონ. 

ცნობისთვის, აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებად აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭიროს, მაგრამ პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, ქვეყნის შიდა პრიორიტეტების მოტივით, თვეების განმავლობაში ამ საკითხს აჩერებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა