რუსეთის აგრესიას უკრაინაში 537 ბავშვი ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა
30 მარტის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში 537 ბავშვი დაიღუპა, 1273-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების თქმით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:
დონეცკის რეგიონში - 524;
ხარკოვის ოლქში - 343;
კიევის ოლქში - 130;
ჩერნიგოვის ოლქში - 72;
ლუგანსკის ოლქში - 67;
ნიკოლაევის ოლქში - 103;
ხერსონის ოლქში - 149;
ზაპოროჟიეს ოლქში - 100;
დნეპროპეტროვსკის ოლქში -125.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან, როგორც უკრაინის პროკურატურა ამბობს, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.