თეგებით ძიება

ალგეთის ეროვნული პარკისთვის ნარჩენების მართვის გეგმა მუშავდება

ნარჩენების მართვის გეგმის პროექტი ალგეთის ეროვნულ პარკში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცულ ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, დაცულ ტერიტორიებზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვა სააგენტოსთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ნარჩენების მდგრადი მართვის ინტეგრირებული და ეფექტიანი სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების, ნიადაგისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და შენარჩუნებისთვის.

„ალგეთის ეროვნული პარკის ნარჩენების მართვის გეგმის პროექტის შემუშავება მიმდინარეობს საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით. ამავე პროგრამით ნარჩენების მართვის გეგმის პროექტი ჯამში 17 დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდება.

ნარჩენების მართვის გეგმის პროექტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის უახლოესი 10 წლის ზოგად ხედვას და განსაზღვრავს მიზნებს, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, ქვეყანაში მიაღწიონ ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისთვის“, - აცხადებენ სააგენტოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა