თეგებით ძიება

"ბიძგებს არც ნგრევა და არც რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია" - ონის მერი რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე

ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, რაჭაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა ან რაიმე სახის დაზიანება არ მოჰყოლია. როგორც ქალაქის მერმა "მთავარ არხს" განუცხადა, მისი ინფორმაციით ასევე შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც არ  შესულა.

"მიწიძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტი იყო, თუმცა საბედნიეროდ მიწისქვეშა ბიძგებს არც ნგრევა და არც რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია. ასევე, ჩემი ინფორმაციით, დახმარების შესახებ შეტყობინება არ შესულა არც112-ში", - განაცხადა "მთავარ არხთან" ონის მერმა სერგი ხიდეშელმა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა