მოედანზე სამნი ვიდექით - მუსლიმანი, კათოლიკე, მართლმადიდებელი და ღმერთს გამარჯვებას შევთხოვდით - კახა ჭუმბურიძე
მოედანზე სამნი ვიდექით - მუსლიმანი, კათოლიკე და მართლმადიდებელი და ღმერთს გამარჯვებას შევთხოვდით, - ასე იხსენებს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე პენალტების დროს გადაღებულ კადრს, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, მისი თანაშემწე და კახა ჭუმბურიძე არიან.
„ბიჭებმა იცოდნენ, რომ გამარჯვების გარეშე მოედნიდან არ უნდა გავსულიყავით. ეს იყო თითოეული ადამიანის რწმენა. ის მომენტი, როდესაც ბუდუ ზივზივაძემ თავგანწირული ნახტომი გააკეთა, ეს იყო მთლიანად საფეხბურთო გარემო, რომელსაც ყველა ერთად ვქმნიდით. თავგანწირვის გარეშე ეს გამარჯვება არ მოვიდოდა. სწორედ ეს გვჭირდებოდა, სჭირდებოდა ქართველ ხალხს“, - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.