კათოლიკური ეკლესია აღდგომას დღესასწაულობს
დღეს, კათოლიკური სამყარო უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, აღდგომას ზეიმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
"ყველა კათოლიკური ტაძარი საზეიმოდაა მორთული და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს.
სააღდგომო ლიტურგია, ტრადიციულად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში შედგა.
სადღესასწაულო მსახურებას უძღვებოდა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
კათოლიკური ეკლესიის სასულიერო დასსა და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, აღდგომის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.
საზეიმო მსახურებას ესწრებოდნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, ანალიტიკოსები ზვიად ტყაბლაძე და გიორგი პატაშური“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.