თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას მარცხი არის საბოლოო და ვერავითარ გასაჩივრებას სხვა ორგანოში ვერ ექვემდებარება - თეა წულუკიანი

ნიკა გვარამიას მარცხი ევროპული სასამართლოს წინაშე ძალიან სერიოზული მარცხია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების და კონკრეტული მოსამართლის, მოსამართლეების გამარჯვება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას მარცხი საბოლოოა.

„მოსამართლეებისა და იმ მოსამართლეთა კორპუსის, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში არ დაჰკლებიათ უსაფუძვლო კრიტიკა, ზეწოლა და ბულინგი. ამიტომ, მივესალმები ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვტილებას და ვერავითარი გაერო-ს სასამართლო, კვაზისასამართლო ორგანოები თუ პროცედურები ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ სასამართლოს, რომელიც არის ნომერ პირველი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და რომელიც ინდივიდუალურ საჩივრებს იხილავს. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ჩავთვალოთ, რომ ნიკა გვარამიას ეს მარცხი არის საბოლოო და ვერავითარ გასაჩივრებას სხვა ორგანოში ვერ ექვემდებარება“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება "ახლის" ლიდერის ნიკა გვარამიას სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. სარჩელი ეხებოდა ნიკა გვარამია საქმეს, რომელშიც ადგილობრივმა სასამართლოებმა იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. გვარამიას თქმით, ის ბრძოლას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა