ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო ღონისძიებებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო
ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო ღონისძიებებში 200-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განახლდა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ეუბნებიან, სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, დრონები, კინოლოგები და სხვა ტექნიკა.
ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 - გამოყვანილია. ბაკურიანში ზვავი 28 მარტს ჩამოწვა.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, სამძებრო ოპერაცია დროებით იყო შეჩერებული.