ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავს! - რას წერს ნიკა აბაშიძე? (ვიდეო)
ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავს! - ავტომობილის ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელი კომპანია Caru-ს დამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე სოციალურ ქსელში გმირი ცუგოს შესახებ წერს.
ასეთი რამ მართლა არასდროს მინახავს!
ეს არის ის გმირი ცუგო, რომელმაც მეგობარი არ მიატოვა.
ბენძინგასამართ სადგურზე ვნახე პირველად, დამშეულმა საჭმელი ჭამა, წყალი დალია და ეგრევე მეგობართან გაიქცა.
გზაზე გადასვლისას ყურადღება რომ არ მიმექცია იმ ცუგოს ვერც ვიპოვნიდი, რადგან არ ჩანდა გზის მეორე მხრიდან. ამის გადმოსაყვანად გადავედი თორემ ის საერთოდ არ დამინახავ. არ ტოვებდა და იცავდა ასეთი რამე მართლა არასოდეს მინახავს #ცუგები #ნიკა #ძაღლი
Update: პატარა ძაღლი კარგად იქნებაო ამბობს ექიმი. დიდი ალბათობით თავის ტრავმა აქვს. მანქანამ დაარტყა ეტყობა და დარეტიანდა. სასტუმრო ავუღე ორივეს, ასევე ტაქსი მიიყვანს და მოიყვანს ექიმთან. არ აკლიათ არაფერი კარგად არიან. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება/ Veterinary Clinic AB-Vet buneba-ს. მარტო წამლების ფული გამომართვეს, არც რენტგენში, არც ეხოში, არც ექიმის ფული, არაფერი არ გამოურთმევიათ - წერს ნიკა აბაშიძე.