თეგებით ძიება

მურუსიძე, რომელმაც გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილება, მსხვერპლი იყო? - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა:

სანამ ჩვენ ფეხბურთით ვართ დაკავებული, ხელისუფლებამ საკუთარ თავს აჯობა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მურუსიძე- ჩინჩალაძე იმ "სისხლიანი ცხრა წლიანი"  რეჟიმის მსახურნი კი არ იყვნენ, მსხვერპლნი იყვნენ, საშინელი ზეწოლის ქვეშ უწევდათ მუშაობაო. 

"ოცნების" მომხრეებს მინდა გკითხოთ, თქვენც ასე ფიქრობთ? თქვენც გგონიათ, რომ ჩინჩალაძე რომელიც ადეიშვილის პროკურორი იყო და მერე ადეიშვილმა სასამრთლოში მიავლინა, მსხვერპლი იყოო? ან მურუსიძე, რომელმაც გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებზე მიიღო გადაწყვეტილება, მსხვერპლი იყო? 

მოგისმენიათ, სადმე თავად ამ მოსამრთლეების მხრიდან, რომ მათ რაიმე ზეწოლაზე ესაუბროთ? თუ მსხვერპლები იყვნენ, ახლა რა უშლით ხელს, რომ ამაზე ისაუბრონ? 

პირიქით, როცა ეკითხებიან, მააშინ თუ იყო ზეწოლაო, დღესაც თითოეული მათგანი  ამბობს, რომ პირადად ჩემზე არ ყოფილაო. 

ხელისუფლების მომხეებს, არ გიტყდებათ, ადეიშვილის მოსამრთლეებს რომ გაპრავებინებენ? - წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა