თეგებით ძიება

საბერძნეთის პლაჟებზე შეზლონგები აიკრძალა

საბერძნეთის ხელისუფლებამ გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად პლაჟებზე ახალი შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა. ისინი ახალი შეზღუდვების გამოყენებას ამ სეზონზე დაიწყებენ.

კერძოდ, შეზლონგები ტერიტორიის მხოლოდ 30%-ს დაიკავებენ (25% თუ პლაჟი დაცულია და ზოგადად აკრძალულია ეკოლოგიურად მგრძნობიარე ადგილებში). ისინი უნდა განთავსდეს წყლიდან მინიმუმ 4 მეტრში.

კომპანიებს, რომლებიც აქირავებენ შეზლონგებს, მოუწევთ მონაწილეობა ონლაინ აუქციონებში სანაპიროზე ადგილის დასაჯავშნად. ახალ წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი დრონებისგამოყენებით მოხდება.

საბერძნეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელმაც პლაჟებზე შეზღუდვები შემოიღო. ისინი ასევე მოქმედებენ პორტუგალიაში და ესპანეთში.

წყარო: avianews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა