მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ჩემი შვილი ამას არ იმსახურებდა...“ - რას ამბობს გიორგი ცინცაძე? (ვიდეო)
კალათბურთელი, გიორგი ცინცაძე, რომელმაც 20-წლიანი კარიერა დაასრულა, სტუმრად „ნოესთან“ იმყოფებოდა. კითხვის პასუხად „შენ და რელიგია როგორ ხართ?“ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა:
„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ... ადრე რელიგიური ვიყავი, მამაოსთანაც დავდიოდი. როგორც ვცხოვრობ, საკმაოდ ქრისტიანულად, მაგრამ...
ჩემი უფროსი შვილი არასტანდარტული განვითარებისაა, მანდ [ღმერთზე] გავბრაზდი. მანდ მოხდა გარდატეხა.
ჩემი აზრით. პირველ რიგში, ჩემი შვილი არ იმსახურებდა... არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია. ძალიან კარგად ვართ, ისიც ბედნიერია, მაგრამ გაბრაზებული ვარ.
ასეთი ბავშვები ნამდვილად რჩეულები არიან და ჩემი დიდი სიყვარულია. 13 წლის ასაკში მართლა გენიოსია. ზე ნიჭიერია... იმაში, რაც უყვარს, მე და შენ ჯიბეში ჩაგვისვამს,“ - ამბობს გიორგი ცინცაძე.