„დიდმარხვაში მოდის განსაცდელი, უშვებს უფალი ამას იმიტომ, რომ...“ - რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე?
სოციალურ ქსელში მამა საბა ჭიკაიძის ქადაგებიდან ამონარიდი ვრცელდება:
„მარხვა არის გზა, რომლითაც ჩვენ ვსწავლობთ საკუთარ თავზე გამარჯვებას, ვსწავლობთ საკუთარი სულის დამორჩილებას. დიდმარხვაში მოდის განსაცდელი, უშვებს უფალი ამას იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს უნდა გავმტკიცდეთ, სწორედ ამ დროს უნდა ვისწავლოთ ჩვენ ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან და გამარჯვების სიხარული უნდა ვიგემოთ. Აუცილებელია ეს და ამავდროულად ღმერთი გასაცდელთან ერთად დიდი სიუხვით უშვებს მადლს ჩვენზე. Ნუ გაგიკვირდებათ, იცოდეთ ეს აუცილებელი კანონზომიერებაა. Ბრძოლის გარეშე ჩვენ ვერ მოვიპოვებთ სასუფეველს, ეს იცოდეთ. აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს ადამიანი საკუთარ დაცემულ ბუნებას უნდა განიცადოს უპირველეს ყოვლისა საკუთარი ცოდვები, იგრძნოს ეს ყველაფერი, და მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რომ მიემსგავსოს ქრისტეს. შენ თუ ქრისტეს ვერ მიემსგავსე, ისე ქრისტესთან ერთად ვერ იცხოვრებ, მასთან ერთად ვერ იგრძნობ თავს ᲡᲐᲡᲣᲤᲔᲕᲔᲚᲨᲘ.
___________________________
ამონარიდი ქადაგებიდან
დეკანოზი საბა ჭიკაიძე“.