„ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარაცხელიას გარშემო ახალი გუნდის აშენებას აპირებს - Sky Sport
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიაში გუნდის მომავალ ლიდერს ხედავს და მის გარშემო ახალ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Sky Sport-ი ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელია ახალი „ნაპოლის“ საყრდენი გახდება. ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი დე ლაურენტისისთვის მთავარი ფიგურა იქნება.
მიმდინარე სეზონი „ნაპოლისთვის“ ცუდი გამოვიდა და მაქსიმუმი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. ამიტომ, კვარაცხელიასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაფორმდეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულება გაჭიანურების გარეშე მოახერხოს“, – წერს Sky Sport-ი.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 10 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.