აშშ-ში 13 წლის გოგო დედის მკვლელობისთვის დააკავეს
13 წლის გოგონა დედის მკვლელობაშია ბრალდებული. მან დანაშაული უკვე აღიარა და „სინანული გამოთქვა“. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თავდაპირველად დადგინდა, რომ 44 წლის მსხვერპლს, მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ტანისა და „თავის არეში“.
შემთხვევის ადგილზე მეორე მსხვერპლი, 11 წლის ბიჭიც აღმოაჩინეს. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში. ბიჭისთვის მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.
ოფიცრებმა შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს დანები ან სხვა საჭრელი იარაღები, მაგრამ შენიშნეს, რომ სამზარეულოში უჯრები და კარადები ჩაკეტილი იყო, გარდა ერთისა, რომელიც, როგორც ჩანს, გატეხილი იყო.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ პაუელი დააკავა, მან, უთხრა ოფიცრებს, რომ იარაღი, რომელიც გამოიყენა, მეზობლის კართან გადააგდო. როგორც ჩანს, შემთხვევამდე დედა-შვილმა იკამათა.
გოგონას ბრალი წაუყენეს, როგორც სრულწლოვანს. ამჟამად ის შემდგომ სასამართლო პროცესს ელოდება.
პრაიმტაიმი